24 ნოე 2026, 17:55
11შუახევის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, 2027 წლის ბიუჯეტი 36 მილიონ 240 ათას ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 1 მილიონ 960 ათასი ლარით მეტია.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს შორისაა სოციალური პროგრამების დაფინანსება, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ასევე დაგეგმილია კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებების დაფინანსება, ჯანმრთელობის დაცვისა და მუნიციპალური სერვისების განვითარება.
საჯარო განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტს დარგობრივი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიები განიხილავენ. შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დოკუმენტი მერს დაუბრუნდება.
საბოლოო ვარიანტი საკრებულოს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარედგინება და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დამტკიცდება.