ხულოს მუნიციპალიტეტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

24 ნოე 2026, 17:54

9
გაზიარება:

ხულოს მუნიციპალიტეტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მომავალი წლის ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები, პრიორიტეტები და დაგეგმილი პროგრამები.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი 44 617 000 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2026 წლის საწყისი ბიუჯეტი 40 300 100 ლარი იყო. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი 4 316 900 ლარით იზრდება.

გაზრდილი საბიუჯეტო რესურსი აისახება მუნიციპალური პროგრამების დაფინანსებაზეც - იზრდება არსებული პროგრამების დაფინანსება და 2027 წელს ახალი პროგრამების ამოქმედებაც იგეგმება.

მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ინფრასტრუქტურა, განათლება, სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების დაფინანსებას.