24 ნოე 2026, 17:08
5თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
გამოძიების ინფორმაციით, დედაქალაქში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.