24 ნოე 2026
პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, თამაზ ბორაშვილს მოუსმენს.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პლენარულ სხდომამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხდება.
თამაზ ბორაშვილი პარლამენტს გასული წლის საქმიანობის თაობაზე წარუდგენს ანგარიშს.