24 ნოე 2026, 13:19
3საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს, სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა. ქართველმა მოჭადრაკემ სერბეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა +75 ასაკობრივ კატეგორიაში იზეიმა. მინისტრმა ნონა გაფრინდაშვილს ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა.
ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11-იდან შვიდი ქულა მოაგროვა და სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა.
სერბეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე 65 წელს ზემოთ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ.