24 ნოე 2026, 12:59
4საბა გოგლიჩიძის „მონცამ“ იტალიის სერია A-ში „ფიორენტინას“ უმასპინძლა, დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
საქართველოს ნაკრების მცველი შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, დამაჯერებლად ითამაშა და გუნდს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა.
რაც შეეხება გოლებს, მასპინძელთა მხრიდან დუბლი გუსტავო ვარელამ შეასრულა, ერთი ბურთი კი ჯეი რობინსონმა გაიტანა.
იტალიის სერია A-ში 12 ტურის შემდეგ „მონცამ“ 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 29 ნოემბერს, სტუმრად, „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.