საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ათენში, პირველი ვარჯიში გამართა

24 ნოე 2026, 12:53

5
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის ემზადება, რომელშიც საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

გუნდს ლეგიონერები - მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია უკვე შეუერთდნენ.

ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კი ათენში დუბაიდან უშუალოდ მატჩის დღეს, 26 ნოემბერს, ჩავა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის I ჯგუფში, რვა ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ხუთი გამარჯვებითა და სამი მარცხით მესამე ადგილზეა.

ჯგუფს ექვსი მოგებით უკრაინა ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი ესპანეთია, რომელსაც საქართველოს მსგავსად ხუთი გამარჯვება აქვს. საბერძნეთის, პორტუგალიისა და მონტენეგროს ნაკრებებს ოთხ-ოთხი მოგება აქვთ. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.