ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებელს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა

24 ნოე 2026, 12:49

8
გაზიარება:

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებლისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების ოფიციალურად გადაცემის ცერემონია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში სასწავლებელს იაპონური ბრენდის 16 ფორტეპიანო, მათ შორის, ერთი როიალი გადაეცა. პროექტი იაპონიის მთავრობის კულტურის სფეროში საგრანტო დახმარების ფარგლებში განხორციელდა.

გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, იაპონიის ელჩი საქართველოში, KAWAI Europa GmbH-ის პრეზიდენტი და საერთაშორისო აღიარების მქონე იაპონელი პიანისტი, მაესტრო ტოშიკი უსუი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სასწავლებლის, კულტურის სფეროსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ როლს აჭარის მუსიკალური ტრადიციებისა და კულტურული გარემოს ჩამოყალიბებაში.