გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ დარგობრივი შეხვედრები დაიწყო

24 ნოე 2026, 12:47

4
გაზიარება:

გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ დარგობრივი შეხვედრები დაიწყო. პირველ შეხვედრაში, რომელიც ქართული ყველის ტრადიციული წარმოების საკითხებს მიეძღვნა, მონაწილეობდნენ გასტრონომიის მკვლევრები, ყველის მწარმოებლები, ფერმერები, მეცნიერები, დარგობრივი ასოციაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ქართული ყველის წარმოების მრავალფეროვანი ტრადიციების დაცვის, შესწავლის, დოკუმენტირებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური ცოდნისა და პრაქტიკის შენარჩუნებას, ასევე დარგის განვითარების შესაძლებლობებს.

ქართული ყველის ტრადიციული წარმოების ეროვნული აღიარების მიმართულებით მუშაობასთან ერთად, შეხვედრაზე სამომავლოდ მისი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის შესაძლებლობაც განიხილეს.