ევროკომისია ყულევის ტერმინალის სანქცირების სიიდან ამოღებას ითხოვს - მედია

24 ნოე 2026

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობტერმინალის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მდებარე ტერმინალმა რუსული ნავთობის ნაცვლად ლიბიური ნავთობის შესყიდვა დაიწყო, - წერს უკრაინული მედია ბრიუსელის კორესპონდენტზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების დაწესების საფრთხის შემდეგ ყულევის ტერმინალმა ნავთობის მომწოდებელი შეცვალა და რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი ლიბიურით ჩაანაცვლა. ამ გარემოებამ ევროკომისიას წევრი სახელმწიფოებისთვის ტერმინალის სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოღების შეთავაზების საფუძველი მისცა.

მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციაზე და არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ტერმინალის სანქციების სიიდან ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში შპს „ბლექ სი პეტროლიუმმა“, რომელიც ყულევის ტერმინალს მართავს, განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო. ამით კომპანიამ რუსული ნავთობის ჩანაცვლება წარმატებით დაასრულა.