24 ნოე 2026
განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენი ამოცანაა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი ცოდნა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სრულად შეძლოს. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება პროფესიულ განათლებას, რომელიც სტუდენტებს უმოკლეს დროში პროფესიისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნისა და უნარების დაუფლების და თავიანთი პროფილით დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.
განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენი ამოცანაა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა.
სამინისტრო აგრძელებს თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას, რაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლებას, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის სექტორის ჩართულობის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას მოიცავს.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რომ პროფესიულ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინდუსტრიას შორის კავშირები მაქსიმალურად გავაძლიეროთ,"- აცხადებს გივი მიქანაძე.