ზურაბ პატარაძე: "ლეოგრანდის" ტრაგედიამ მძიმე კვალი დატოვა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში

24 ნოე 2026, 10:56

7
გაზიარება:

"ლეოგრანდის" ტრაგედიამ მძიმე კვალი დატოვა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში და საერთო გლოვის, ტკივილისა და თანაგრძნობის დღედ იქცა - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. 

"ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა, თუმცა 2017 წლის 24 ნოემბრის ტკივილი დღემდე ისეთივე მძაფრია, როგორც მაშინ.

ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტრაგედიამ მძიმე კვალი დატოვა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში და საერთო გლოვის, ტკივილისა და თანაგრძნობის დღედ იქცა. დღედ, რომელიც ყოველწლიურად გვახსენებს, რამდენად ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე.

ქედს ვიხრი დაღუპულთა ხსოვნის წინაშე-მათი სახელის უკვდავყოფა და პატივისცემა ჩვენი ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებსა და ჩვენს საზოგადოებას", - წერს პატარაძე სოციალურ ქსელში.