ბათუმში საყმაწვილო სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი "პირველი ავტოგრაფი" მიმდინარეობს

23 ნოე 2026, 21:18

17
გაზიარება:

ბათუმში საყმაწვილო სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი "პირველი ავტოგრაფი" მიმდინარეობს. 

ფესტივალის ფარგლებში მეორე სასცენო ჩვენება კავკასიის ბიზნეს სკოლის საყმაწვილო დასმა "ექომ"  გამართა.  

მოზარდებმა მაყურებელსა და ფესტივალის ჟიურის ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის "ტრაგედია უგმიროდ"  ფრაგმენტი წარადგინეს.

საყმაწვილო თეატრალური დასების ფესტივალი "პირველი ავტოგრაფი" 2021 წლიდან ტარდება მისი მიზანი  მოზარდებში სამსახიობო ოსტატობის აღმოჩენაა.

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია ბათუმის მერია. ფესტივალი 29 ნოემბერს დაიხურება.