23 ნოე 2026
ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დღეს დაიწყო, გახსნითი ღონისძიება ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
ფესტივალი 2012 წლიდან, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ "ლირას" ორგანიზებითა და UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით ტარდება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან კულტურის სამინისტრო, "შემოქმედებითი საქართველო", ბათუმის მერია და იაპონიის საელჩო.