23 ნოე 2026
მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებს, მათ სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმდინარე პროგრესს დაეთმო.
ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ელექტროგადამცემ სისტემებს დააკავშირებს და სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
აღინიშნა, რომ პროექტს უკვე მინიჭებული აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.