23 ნოე 2026, 18:20
7გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა.
წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოსგან არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს!