საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილი “მწვანე ენერგეტიკული დერეფნის” რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

23 ნოე 2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილი “მწვანე ენერგეტიკული დერეფნის” რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუმინეთში გაიმართა.

მინისტერიალზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგები და პროექტის განვითარების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

ყურადღება დაეთმო მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას. მინისტერიალში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები.

2022 წლის 17 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ოთხმხრივი შეთანხმება.

დოკუმენტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მეშვეობით სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს.