ჯანი ბუკიკიოს განცხადება

27 ივნ 2017

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო უკვე ბათუმშია. იგი ამ წუთებში სასტუმრო “შერატონში” იმყოფება, სადაც საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება.  

ბუკიკიოსთან ერთად, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესში მონაწილეობისთვის ბათუმს 200-მდე სტუმარი, მოსამართლეები და თავმჯდომარეები ეწვივნენ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა უკვე გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან, საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით თქვა რომ იმედგაცრუებულია, პროპორციული სისტემის ამოქმედების გადავადების გამო.