საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა

23 ნოე 2026

წარმატებით იასპარეზა საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე „ბრილიანტის თასი 2026“, რომელშიც 25 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა მწვრთნელების, - ლევან ცინცაძის და ლაშა ხაჭაპურიძის ხელმძღვანელობით გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, მათ ანგარიშზე კი სამი ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ოთარ შაინიძე, მარიამ წიკლაური და დავით ძნელაძე, ვიცე ჩემპიონი გახდა დათა ფუტკარაძე, ანამარია მსხალაძე, ლუკა მგელაძე, მალხაზ ქაჯაია, ნიკა ნაგერვაძე და დავით მსხალაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.

საქართველოს დელეგაციას სამსაჯო მიმართულებით, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ბექა მჭედლიშვილი წარმოადგენდა, ხოლო ნაკრების სამედიცინო მხარდაჭერას, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის და კონტაქტური კარატეს გუნდის ექიმი ფირუზ ტუნაძე უზრუნველყოფდა.

საქართველოს ნაკრები ბელგიის საერთაშორისო ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა, რომლის დელეგაციას მინისტრის მოადგილე, საქართველოს წარმომადგენელი ევროპის კარატეს ორგანიზაციაში ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ეროვნულ ფედერაციას, ოფიციალური პირის სტატუსით, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ შენგელია წარმოადგენდა.