„დუნაისკა სტრედამ“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე „კომარნო“ 3:0 დაამარცხა, გიორგი გაგუამ კი ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ ტრავმა მიიღო

23 ნოე 2026, 13:48

5
გაზიარება:

„დუნაისკა სტრედამ“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე „კომარნო“ 3:0 დაამარცხა, გიორგი გაგუამ კი ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ ტრავმა მიიღო.

ქართველი ფორვარდი საჯარიმოში მე-20 წუთზე წააქციეს და დაზიანებაც იმ მომენტში მიიღო. „დუნაისკა სტრედას“ რიგებში ცოტნე კაპანაძემ 37-ე წუთიდან ითამაშა.

გიორგი გაგუას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 20 შეხვედრაში 7 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„დუნაისკა სტრედა“ კი 41 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს. აქვე გეტყვით, რომ თამაშამდე გიორგი გაგუას თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს.