თორნიკე შენგელიას „დუბაი“ სტუმრად ბელგრადის „პარტიზანთან“ დაძაბულ ბრძოლაში - 76:78 დამარცხდა

23 ნოე 2026, 13:46

6
გაზიარება:

ადრიატიკის ლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას „დუბაი“ სტუმრად ბელგრადის „პარტიზანთან“ დაძაბულ ბრძოლაში - 76:78 დამარცხდა.

შენგელიამ 16 წუთი ითამაშა, მაგრამ მატჩი უქულოდ დაასრულა. მის აქტივში 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

„დუბაი“ B ჯგუფში 7 მოგებით და 1 წაგებით „პარტიზანთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 6 დეკემბერს, „სპარტაკს“ ესტუმრება.