23 ნოე 2026, 13:45
5ესპანეთის ლიგა ენდესას მეცხრე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბარსელონა“ 94:82 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
შერმადინმა 13 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. „ტენერიფე“ 7 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 5 დეკემბერს, სტუმრად „ფორსა ლეიდასთან“ გამართავს.