საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა

23 ნოე 2026, 13:42

6
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა. თბილისში გამართული შეკრების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩმა ათენში 9 კალათბურთელი წაიყვანა, რომლებსაც სტამბოლში მარკის რიდი შეუერთდა, ხოლო ათენის აეროპორტში - ესპანეთიდან ჩამოფრენილი ალექსანდრე ფევაძე და რატი ანდრონიკაშვილი.

საბერძნეთის დედაქალაქში გუნდს გიორგი კორსანტიაც შეუერთდება და ნაკრები საბერძნეთთან თამაშისთვის მზადებას 12 მოთამაშით გააგრძელებს. 26 ნოემბერს, საბერძნეთთან მატჩის დღეს, ნაკრებს დუბაიდან გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 5 გამარჯვება აქვს.

მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს. შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.

საბერძნეთთან მატჩიდან 3 დღეში, 29 ნოემბერს, საქართველო თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.