საყოველთაო გაფიცვის გამო, დღეს ბელგიაში, ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება

23 ნოე 2026

საყოველთაო გაფიცვის გამო, დღეს ბელგიაში, ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება. ამის შესახებ Politico წერს.

მედიის ინფორმაციით, გაფიცვას საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებიც უერთდებიან, რომლებიც მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასა და ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებენ.

როგორც ბელგიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება.

არსებული ინფორმაციით, შეზღუდვები ათასობით მგზავრსა და შარლერუას აეროპორტში დასაქმებულ დაახლოებით 3 400 ადამიანს შეეხება.