დონალდ ტრამპი: აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება თუ ვერ შედგება, ახალი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განხორციელების ბრძანებას გავცემ

23 ნოე 2026

აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება თუ ვერ შედგება, ახალი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განხორციელების ბრძანებას გავცემ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თეირანთან მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელი მომლაპარაკებლები დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნების შემდეგ ისინი დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებენ.

ტრამპის ეს განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც აშშ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას აგრძელებს, ჰორმუზის სრუტეში კი უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მიმდინარეობს. ამასთან, ტრამპმა ივარაუდა, რომ ამერიკულ და ირანულ ძალებს შორის საპასუხო დარტყმები გაგრძელდება.

ტრამპმა ირანულ ძალებს, გამოწვევის სახით, შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის გამოცდისკენაც მოუწოდა.