კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს და დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაზარდა

23 ნოე 2026

კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი. ასევე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა თავდასხმიდან რამდენიმე საათში ნანგრევებიდან 7 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.

ცნობისთვის, რუსეთმა კიევის ოლქის დიმერის დასახლებას გუშინ დაარტყა, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობა დაინგრა.