Reuters: ინდონეზიაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა

23 ნოე 2026

ინდონეზიაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მაშველები დაახლოებით 30 დაკარგული ადამიანის ძებნას განაგრძობენ. ხელისუფლება იძიებს ხანძრის გამომწვევ მიზეზს, რომელიც საკონდიტრო ფაბრიკის ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერის მოკლე ჩართვამ გამოიწვია.