23 ნოე 2026, 13:26
3საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება.
ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსარჩელე მხარეს კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უსვამდნენ, ამ კვირაში კი პაექრობის საშუალება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც მიეცემათ.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, გამოჩნდეს, რას ეყრდნობა სარჩელი და რა საფრთხე მომდინარეობს მათგან დემოკრატიის წინააღმდეგ, რის გამოც მათი პარტიების აკრძალვაა მოთხოვნილი.
მოსარჩელე მხარე საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილ არგუმენტებს ასახელებს, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ ისეთ დანაშაულებს, რომლებზეც გამამტყუნებელი განაჩენი საერთაშორისო დასკვნებით არსებობს.