23 ნოე 2026
19 ნოემბერს, ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი კვლავ კლინიკაში რჩება.
მათ შორის ორი მცირეწლოვანი ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. კლინიკაში აცხადებენ, რომ ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კვლევების შემდეგ კი გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი.
ექიმების ინფორმაციით, კვლავ მძიმეა იმ ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ტრაგედიის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას კვლავ აგრძელებენ. ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან სამი, როგორც უკვე გითხარით, კვლავ კლინიკებში რჩება.