ბათუმის სპორტის სასახლეში ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩები გაიმართა

22 ნოე 2026, 21:55

6
გაზიარება:

ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩები გაიმართა ფრენბურთში, როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა შორის.

პირველ ორ ტურში, "ბოლნისისა" და "თბილისის" დამარცხების შემდეგ, ბათუმის ქალ ფრენბურთელთა გუნდმა, რომელიც ეროვნული ლიგის ვიცე ჩემპიონია, მოქმედ ჩემპიონს - ევროპის უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

რაც შეეხება მამაკაცთა გუნდებს, "ზღვისპირელები" მესამე მატჩს "თელავთან" და "ყვარელთან" გამარჯვებებისა და გათამაშების ლიდერის სტატუსით შეხვდნენ.

ამჯერად, ბათუმმა ქუთაისს უმასპინძლდა და 3:0 დაამარცხა, რითაც სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.