22 ნოე 2026
ბაჰრეინში აცხადებენ, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათ სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა განახორციელა. ირანის თავდასხმის შედეგად სამოქალაქო სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
თავის მხრივ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ ბაჰრეინში, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტია განთავსებული, ამერიკულ სამხედრო პოზიციებზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად მოსახლეობას შესაძლო საფრთხის გამო უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა. ბაჰრეინის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მხრიდან განხორციელებული რამდენიმე შეტევა მოიგერიეს.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ირნას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თავდასხმა „მიმდინარე აგრესიისა და ირანის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების საპასუხოდ“ განხორციელდა. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.