ნატო-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეკრების მთავარი თემა რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იქნება

22 ნოე 2026

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება. განხილვის მთავარი თემა რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იქნება, - ინფორმაციას  უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლონეთს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ ზალევსკი წარადგენს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ელოდებიან მტკიცე მხარდაჭერას ნატო-ს მოკავშირეებისგან, რათა შეძლონ აღმოსავლეთ საზღვრის დაცვა. მისივე თქმით, დეტალები ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან შაბათს განიხილა.

20 ნოემბერს, დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს, სამი რუსული საფრენი აპარატი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. საფრენი აპარატები ჩამოვარდა კიდევ ორ რეგიონში.