ირაკლი კირცხალია ოპოზიციურ პარტიებზე: ყოველდღე, სხვადასხვა მიმართულებით ხდება ლუსტრაცია ამ აგენტურის, რომლებიც სამართლდებიან საკონსტიტუციო სასამართლოში

22 ნოე 2026, 15:18

3
გაზიარება:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განაცხადებით, საკონსტიტუციო სასმართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვის პროცესი ყოვედღიურად, სხვადასხვა მიმართულებით მათ ლუსტრაციას ახდენს.

კირცხალიას თქმით,  ღიმილისმმოგვრელია თითოეული ამ "დანაყოფის" მცდელობა, როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს და დარჩნენ იმ სცენარის ქვეშ, რა სცენარითაც ისინი, წლების განმავლობაში, ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სხვადასხვა ძალას წარმოადგენდნენ.

"ცოტა კომედიურია, მაგრმა რეალობაა, როცა გამოვა ადგილზე მყოფი მათი ბელადი, ბატონი გვარამია და თითოეულ გზა აცდენილ განაყოფს შეახსენებ, რომ თურმე ისინი ერთი ორგანიზმი არიან. შემდეგ მათი ბელადი, სულიერი მამა, ბატონი სააკაშვილი გამოვა სასამართლო დარბაზიდან, ასევე დაუწუნებს რომელიმე დანაყოფს ქმედებას, პასუხის გაცემას თუ კითხვის დასმას - კარგად ვხედავთ, რომ ერთ სისტემასთან, ერთ ძალასთან გვაქვს საუბარი", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 24 ნოემბერს განახლდება.

ორი დღის განმავლობაში მოსარჩელე მხარეს კითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უსვამდნენ, მომავალ კვირაში კი პაექრობის საშუალება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც მიეცემათ.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა გამოჩნდეს, რას ეყრდნობა სარჩელი და რა საფრთხე მომდინარეობს მათგან დემოკრატიის წინააღმდეგ, რის გამოც მათი პარტიების აკრძალვაა მოთხოვნილი.

მოსარჩელე მხარე  საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილ არგუმენტებს ასახელებს, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ ისეთ დანაშაულებს, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენი საერთაშორისო დასკვნებით არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს.

მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას:  „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.