22 ნოე 2026
"არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან, - განაცხადა სამპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ცვლილებებზე საუბრისას, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერის შეფასებით, ევროკავშირი საკუთარ ფუნდამენტურ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს, რაზეც, თავის დროზე, იდგა ევროკავშირი, ხოლო დათანხმდებიან თუ არა ბრიუსელის მიერ წამოყენებულ პირობებს, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ქვეყნებმა უნდა მიიღონ.
"ისინი აცხადებენ გაფართოების კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმებით აცხადებენ, ვინ არის მზად სრული მონობისთვის. ისინი აცხადებენ ამ კრიტერიუმებით, ვინ არის მზად, რომ თქვას სრულ სუვერენიტეტზე უარი, 100%-ით დათმონ სუვერენიტეტი, სასამართლო ხელისუფლება ვეტინგისთვის. როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის, ეს არის საუკეთესო საბჭოთა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობა. მეტსაც ვიტყვით, უფრო მეტად ჰიბრიდული, დახვეწილი და დღევანდელ ტექნოლოგიებსა თუ პოლიტიკურ რეალობას მორგებული", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.