საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით საბერძნეთში მიემგზავრება

22 ნოე 2026, 13:31

2
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით საბერძნეთში მიემგზავრება.

გამგზავრებამდე გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში 13 კალათბურთელი იყო.

ათენში ჩვენს ნაკრებს ხუთი ლეგიონერი შეუერთდება: მარკიზ რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია,  ხოლო თორნიკე შენგელია ათენში მატჩის დღეს, 26 ნოემბერს ჩავა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 5 გამარჯვება აქვს.

მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.

2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.