ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია UFC-ში პირველად დამარცხდა

22 ნოე 2026, 13:11

3
გაზიარება:

ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია UFC-ში პირველად დამარცხდა.

კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ UFC Fight Night-ზე 30 წლის ქართველი მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

თოფურიასთვის ეს ორგანიზაციაში მესამე ბრძოლა იყო.  ალექსანდრე თოფურიას პროფესიონალურ კარიერაში შვიდი გამარჯვება და ორი მარცხი დაუგროვდა, ხოლო  ლუნას ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და ერთი მარცხია.