22 ნოე 2026, 13:06
2სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დღეს „ტრამპის გზის“ პროექტი დაიწყო.
ნიკოლ ფაშინიანმა კომპანია NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, ტექნოლოგიური გამოფენის Digitec 2026-ის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის საკითხზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ენერგეტიკისა და ელექტროენერგიის ტრანზიტი ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენს ქსელს თურქეთისა და აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ქსელებთან დავაკავშირებთ. ამ თვალსაზრისით, სომხეთი უკვე დაკავშირებულია საქართველოსა და ირანთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა“, - განაცხადა ფაშინიანმა.