22 ნოე 2026, 12:47
1ფონიჭალაში მომხდარი აფეთების დროს დაშავებული არასრულწლოვნები საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობენ.
კლინიკაში რჩება აფეთქებიდან 8 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონა, ასევე 11 წლის მოზარდიც.
კვლავ მძიმეა 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სხეულის 87% აქვს დამწვარი.
ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრებს ინარჩუნებენ.