22 ნოე 2026, 12:44
2დაღუპულებს გლოვობენ ქვემო ფონიჭალაში - ტრაგედიიდან მეოთხე დღესაც არ წყდება ადამიანების ნაკადი, რომლებსაც სამძიმრის გამოხატვა სურთ.
გარდაცვლილთა კლასელებს, მეგობრებს, მეზობლებსა და უცნობებს შემთხვევის ადგილზე მიაქვთ ყვავილები, სათამაშოები, სანთლებს ანთებენ და დაღუპულებს იხსენებენ.
გადარჩენილები ნანგრევებს ყოველდღიურად აკითხავენ, აგროვებენ საჭირო ნივთებს. ტერიტორიას კი შესაბამისი სამსახურები ასუფთავებენ.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან სამი კლინიკებში რჩება, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.