22 ნოე 2026
ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან სამი კლინიკებში რჩება, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.