22 ნოე 2026
საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
19 ნოემბერს, თბილისში, ფონიჭალაში კორპუსის აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.