გლოვის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

22 ნოე 2026, 10:20

1
გაზიარება:

19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაშვებულია.