გაერო-ს ეგიდით გამართული მოლაპარაკებები ლეტალური ავტონომიური იარაღის სისტემების რეგულირების საკითხზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გარეშე დასრულდა

21 ნოე 2026

გაერო-ს ეგიდით გამართული მოლაპარაკებები ლეტალური ავტონომიური იარაღის სისტემების რეგულირების საკითხზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გარეშე დასრულდა. მიუხედავად ამისა, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიებს გააგრძელებენ, რათა 2028 წლისთვის ახალი საერთაშორისო წესები შეიმუშაონ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ინიციატივის მხარდამჭერები მოითხოვდნენ, მოკლე ვადაში შემუშავებულიყო იურიდიულად სავალდებულო წესები იმ იარაღის სისტემების რეგულირებისთვის, რომლებსაც ადამიანის მინიმალური ან საერთოდ ზედამხედველობის გარეშე შეუძლიათ სამიზნეების ამოცნობა და მათზე თავდასხმა. ასეთ სისტემებს ზოგჯერ „მკვლელ რობოტებსაც“ უწოდებენ.

მათი აკრძალვის ინიციატივას მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომის პაპი ლეო XIV და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. თუმცა, მედიის ცნობით, აშშ, რუსეთი და ისრაელი იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყების მანდატის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საბოლოოდ, 128 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ ლეტალური ავტონომიური იარაღის სისტემების შესახებ საერთაშორისო დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობას დაიწყებენ. შეთანხმების თანახმად, ეს პროცესი მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.