ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე "რუსთავი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ბათუმელთა მხრიდან 79-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა. 92-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი უერდი მარას ანგარიშზეა.
33 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ “დინამო” ბათუმი 62 ქულით მეორე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება “იბერიას”, თუმცა "იბერიას" ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
“დინამო” მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე გორის “დილას” უმასპინძლებს. მატჩი 27 ნოემბერს გაიმართება.