21 ნოე 2026
ფინეთის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აღმოსავლეთ ფინეთის ყურეში, კუნძულ სუურსაარის (გოგლანდი) დასავლეთით, საერთაშორისო წყლებში, რუსეთის სავაჭრო გემზე დრონით თავდასხმა დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, გემი დაზიანებულია. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სასაზღვრო დაცვის ტექნიკა მიემართება.
ფინეთის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთ ფინეთის ყურეში დროებით აღადგინეს საჰაერო და საზღვაო გადაადგილების შეზღუდვები.
„ეს პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და შესაძლო დრონით თავდასხმაზე შესაბამისი უწყებების რეაგირების შესაძლებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ფინეთმა მომხდარის შესახებ მოკავშირეებს უკვე აცნობა.