21 ნოე 2026
არაბთა გაერთიანებული საამიროები სოლიდარობას უცხადებს საქართველოს და სამძიმარს გამოთქვამს თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო.
"არაბთა გაერთიანებული საამიროები სოლიდარობას უცხადებს საქართველოს და სამძიმარს გამოთქვამს თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო,"- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.