ევროპის ქვეყნებში მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

21 ნოე 2026

ევროპის ქვეყნებში მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება  იტალიისა და გერმანიის ქუჩებში ათასობით სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და პროფკავშირების წარმომადგენელი გამოვიდა.

იტალიაში, საყოველთაო გაფიცვის ფონზე, ვითარება რამდენიმე ქალაქში დაიძაბა - ბოლონიაში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებები მოხდა, გენუაში კი სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებას, გადაიარაღებასა და მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკას აპროტესტებენ.

პარალელურად, აქციები გაიმართა გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქშიც, მათ შორის ბერლინში, სადაც ახალგაზრდებმა განათლებასა და კლიმატის დაცვაში მეტი ინვესტიცია მოითხოვეს. აქციები გაიმართა დიდ ბრიტანეთშიც.