21 ნოე 2026
ფონიჭალაში აფეთქების დროს დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
11 წლის ვაჟის მდგომარეობა კლინიკაში მოთავსებისას მძიმე იყო. მას რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, ამ მომენტისთვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დინამიკაში კი გაუმჯობესებული.
რაც შეეხება 3 წლის გოგონას, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვს, ექიმთა მულტიპროფილურ გუნდთან ერთად, მეთვალყურეობას ფსიქოლოგიც უწევს.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. 31 წლის კაცს, დამწვრობასთან ერთად სასუნთქი გზების დაზიანება აქვს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმები სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებენ.