ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

21 ნოე 2026

ქუთაისში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. 

დაშავდა ერთი ქალბატონი, რომელსაც ხელის არეში მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება.