21 ნოე 2026, 13:41
3UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია დღეს, კატარში, დოჰაში გამართულ UFC Fight Night-ის ღონისძიებაზე მექსიკელ მეტოქეს, სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება.
თოფურიამ, გასამართი დაპირისპირების წინ, წონა წარმატებით დააფიქსირა. წონის პროცედურა, ასევე, წარმატებით გაიარა სანტიაგო ლუნამ.
ორივე მებრძოლმა სასწორზე 61.7 კგ დააფიქსირა, რაც არაჩემპიონობის ბრძოლისთვის დაწესებულ ლიმიტს შეესაბამება.
ალექსანდრე თოფურია UFC-ში მესამე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.